სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას" გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის ატაშესთან, პოლკოვნიკ ეტორე გაგლიარდისთან. შეხვედრას ასევე დაესწრო თავდაცვის ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ჯუზეპე პასკუალე. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ სტუმრებს ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ,,დელტას" საერთაშორისო პარტნიორობის პერსპექტივები და სხვადასხვა ქვეყნისთვის დამზადებული სამხედრო პროდუქციის შესაძლებლობები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის” გენერალურმა დირექტორმა და სსსტც "დელტას" გენერალურმა დირექტორმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს უმასპინძლეს.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საინფორმაციო ბრიფინგზე "დელტასა" და "თბილავიამშენის" საქმიანობის სპეციფიკა, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საწარმოების შესაძლებლობებისა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ.
დეპუტატებმა სს „თბილავიამშენის” და სსსტც "დელტას" ტერიტორიაზე არსებული საწარმოები და შექმნილი პროდუქცია დაათვალიერეს. ასევე, სტუმრები ადგილზე გაეცნენ ქართულ-ებრაული საწარმოს "დელტა სიეიეი" - ში ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ-ცენტრ „დელტას“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი და მისიის მეკავშირე ოფიცერი იაცეკ სტოხელი ეწვივნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ევროკავშირის წარმომადგენლებს „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ უმასპინძლა და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მოკლე ანგარიში გააცნო. ვიზიტზე მხარეებმა „დელტაში“ წარმოებული სამხედრო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები - „დელტას“ ბრენდირებული პროდუქცია გადაეცათ.