მოდულური სამედიცინო ჩანთა. განკუთვნილია მებრძოლის ინდივიდუალური პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექტის მოსათავსებლად.
სამედიცინო ჩანთას გააჩნია molle-ს სისტემის უნივერსალური სამაგრები, რომელიც საშუალებას იძლევა ჩანთა დამაგრდეს molle-ს სისტემის მქონე ნებისმიერ ჯავშანჟილეტზე, განტვირთვის ჟილეტზე და ქამარზე.
1 განყოფილებიანი მოდულური მჭიდჩანთა, განკუთვნილია საიერიშო შაშხანის მჭიდის მოსათავსებლად. მჭიდჩანთას გააჩნია molle-ს სისტემის უნივერსალური სამაგრები, რომელიც საშუალებას იძლევა ჩანთა დამაგრდეს molle-ს სისტემის მქონე ნებისმიერ ჯავშანჟილეტზე, განტვირთვის ჟილეტზე და ქამარზე.
ჯავშანჟილეტი განკუთვნილია საინკასაციო სამსახურების პირადი შემადგენლობისთვის. გათვლილია სხეულის ზედა ნაწილის დასაცავად ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან. ჯავშანჟილეტის კორპუსზე დატანებულია MOLLE-ს უნივერსალური სისტემა, რაც საშუალებას იძლევა მასზე დამაგრდეს სხვადასხვა ზომის, მოცულობის და დანიშნულების ჯიბეები, ჩანთები და სხვა აქსესუარები. ჯავშანჟილეტში წინა და უკანა მხარეს თავსდება კომპოზიტური მასალისგან დამზადებული ჯავშანფილები, რომელიც უზრუნველყოფს 7.62X39 და 7.62X54R მმ კალიბრის ვაზნებისგან დაცვას.
მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-II. განკუთვნილია მებრძოლის სხეულის ზედა ნაწილის დასაცავად საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან და ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან. ჯავშანჟილეტს გააჩნია molle-ს ტიპის უნივერსალური სამაგრი სისტემა, მასში წინა და უკანა მხარეს თავსდება კომპოზიტიური მასალისგან დამზადებული სპეციალური ჯავშანფილები, რომელიც უზრუნველყოფს 7.62X54R მმ კალიბრის ЛПС ტიპის სტანდარტული ვაზნებისგან დაცვას. ფილების გარეშე ჯავშანჟილეტის ბალისტიკური შიგთავსი უზრუნველყოფს დაცვას 7.62X25 მმ (ТТ) კალიბრის ფოლადის გარსიანი ტყვიებისგან დაცვას. ჟილეტი აღჭურვილია ავარიული სწრაფი გახსნის სისტემით.
საერთო-საჯარისო დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-I. განკუთვნილია მებრძოლის სხეულის ზედა ნაწილის დასაცავად საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან და ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან. ჯავშანჟილეტს გააჩნია molle-ს ტიპის უნივერსალური სამაგრი სისტემა, რაც საშუალებას იძლევა მასზე დამაგრდეს სხვადასხვა ზომის, მოცულობის და დანიშნულების ჯიბე. ჯავშანჟილეტში წინა და უკანა მხარეს თავსდება კომპოზიტიური მასალისგან დამზადებული სპეციალური ჯავშანფილები, რომელიც უზრუნველყოფს 7.62X54R მმ კალიბრის B-32 ტიპის ჯავშანგამტანი ვაზნებისგან დაცვას. შემკვეთის სურვილის მიხედვით ჯავშანჟილეტი შესაძლებელია დაკომპლექტდეს ყელის, მხრების, ხელების და საზარდულის ნამსხვრევებისგან დამცავი აქსესუარებით.