დელტა
პროდუქტები
მსუბუქი შეიარაღება
სნაიპერული შაშხანა “სატევარი”

სნაიპერული შაშხანა “სატევარი” წარმოადგენს მოდულური სქემით დამზადებულ ზუსტი სროლისთვის განკუთვნილ სნაიპერულ შაშხანას სხვადასხვა მანძილებზე სამუშაოდ. შაშხანის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო დანიშნულებით, ასევე სპორტული სნაიპინგისთვის.
იარაღი არსებობს შვიდი მოდიფიკაციით, განსხვავებული კალიბრით, დანიშნულებით და ტექნიკური მონაცემებით:

.308 Winchester – სტანდარტული ვაზნით 800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.300 WM  – სტანდარტული ვაზნით 1000 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.300 Norma Magnum – სტანდარტული ვაზნით 1400 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.

.338 LM    – სტანდარტული ვაზნით 1200 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.338 GBM – სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.375
 GBM   –   სპეციალური სნაიპერული ვაზნით, 1800 მეტრამდე მანძილზე ზუსტი სროლისთვის.
.50 BMG – ანტიმატერიული შაშხანა 2500 მეტრ მანძილზე სამუშაოდ.

თითოეული მოდიფიკაცია აღჭურვილია გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტით და აქვს რეგულირებადი სასხლეტი, რომლის ძალვის რეგულირება შესაძლებელია 0,2 დან 1,2 კგ-მდე.
შაშხანა აღჭურვილია უკანა რეგულირებადი საყრდენი ფეხით (მონოპოდი) და წინა ორფეხათი (ბიპოდი). შაშხანაზე შესაძლებელია როგორც Harris Bipods-ის ასევე Versa-Pod Bipod-ის სტილის ორფეხას დაყენება.
სპეციალური სნაიპერული კონდახი აღჭურვილია ვერტიკალურ სიბრტყეში რეგულირებადი სალოყით და ორ სიბრტყეში რეგულირებადი მხრის საბჯენით. შაშხანას აქვს სპეციალური სნაიპერული ერგონომიკული, ორთოპედიული სახელური რომელიც აიოლებს იარაღის მართვას და ნაკლებად ძაბავს ხელის მტევნის კუნთებს, რაც ზუსტი სროლის წინაპირობაა.  ლულა ბოლოვდება აქტიურ-რეაქტიული 5 კამერიანი ლულის მუხრუჭით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ვაზნების მიწოდების სისტემა ორი ტიპისაა, კლასიკური სქემის მჭიდით და ერთეულოვანი დატენვით.

დამკვეთისათვის იარაღის მიწოდებამდე, თითოეულ მზა ეგზემპლიარზე ოსტატის მიერ ინდივიდუალურად ტარდება სპეციალური სამუშაოები, რომელიც სტანდარტულ სერიულ მოდელთან შედარებით უზრუნველყოფს უფრო მაღალ სიზუსტეს.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

კალიბრი
ბიკალიბრული
საერთო სიგრძე .308 Win
1160 მმ
საერთო სიგრძე .300 WM
1220 მმ
საერთო სიგრძე .300 NM
1220 მმ
საერთო სიგრძე .338 LM
1220 მმ
საერთო სიგრძე .338 GBM
1250 მმ
საერთო სიგრძე .375 GBM
1250 მმ
საერთო სიგრძე .50 BMG
1300 მმ
მასა .308 Win
5,5 კგ
მასა .300 WM
5,5 კგ
მასა .300 NM
6 კგ
მასა .338 LM
6 კგ
მასა .338 GBM
8,5 კგ
მასა .375 GBM
8,5 კგ
მასა .50 BMG
12 კგ
ლულის სიგრძე .308 Win
600 მმ
ლულის სიგრძე .300 WM
660 მმ
ლულის სიგრძე .300 NM
660 მმ
ლულის სიგრძე .338 LM
660 მმ
ლულის სიგრძე .338 GBM
690 მმ
ლულის სიგრძე .375 GBM
690 მმ
ლულის სიგრძე .50 BMG
730 მმ
ზუსტი სროლის მანძილი .308 Win
800 მეტრი
ზუსტი სროლის მანძილი .300 WM
1000 მეტრი
ზუსტი სროლის მანძილი .300 NM
1400 მეტრი
ზუსტი სროლის მანძილი .338 LM
1200 მეტრი
ზუსტი სროლის მანძილი .338 GBM
1600 მეტრი
ზუსტი სროლის მანძილი .375 GBM
1600 მეტრი
ეფექტური სროლის მანძილი .50 BMG
2500 მეტრი
მჭიდის ტევადობა .308 Win
5+1 ვაზნა
მჭიდის ტევადობა.300 WM
5+1 ვაზნა
მჭიდის ტევადობა .300 NM
5+1 ვაზნა
მჭიდის ტევადობა.338 LM
5+1 ვაზნა
მჭიდის ტევადობა .338 GBM
4+1 ვაზნა
მჭიდის ტევადობა .375 GBM
4+1 ვაზნა
მჭიდის ტევადობა .50 BMG
4+1 ვაზნა
სროლის სიზუსტე 100 მეტრზე (.50 BMG-ს გარდა)
0,3 MOA (დელტას სპეცვაზნებით)
ლულის ხრახნის ბიჯი .308 Win
10 დუიმი (254 მმ)
ლულის ხრახნის ბიჯი .300 WM
10 დუიმი (254 მმ)
ლულის ხრახნის ბიჯი .300 NM
9 დუიმი 228 მმ
ლულის ხრახნის ბიჯი .338 LM
9 დუიმი (254 მმ)
ლულის ხრახნის ბიჯი .338 GBM
8 დუიმი (203 მმ)
ლულის ხრახნის ბიჯი .375 GBM
10 დუიმი (254 მმ)
ლულის ხრახნის ბიჯი .50 BMG
14-15 (355-381 მმ)
სნაიპერული შაშხანა “სატევარი”