დელტა
პროდუქტები
არტილერია
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122

122 მმ კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, სამეთაურო პუნქტების და სხვა სამიზნეების გასანადგურებლად.

მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთ კაციან გათვლას ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან იცავს.  საცეცხლე ნაწილი წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების 40 ლულიან საცეცხლე პაკეტს, რომელშიც  122 მმ კალიბრის უმართავი რეაქტიული რაკეტები თავსდება.
პერსპექტივაში მანქანაზე შესაძლებელია დამონტაჟდეს ცეცხლის მართვის ავტონომიური ციფრული სისტემა, ნავიგაციისა და დამიზნების თანამგზავრული სისტემები. ასევე მოდულური საცეცხლე ნაწილი, რომელზეც შესაძლებელი იქნება ერთჯერადი და მრავალჯერადი პაკეტების დამონტაჟება სხვადასხვა ტიპის და კალიბრის რაკეტებით.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

შასი
КрАЗ-63221
ეკიპაჟი
5 კაცი
მიმმართველი მილების რაოდენობა პაკეტში
40 ერთეული
სრული ზალპის ხანგრძლივობა
20 წმ
მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე
70 კმ/სთ
სვლის მარაგი
500 კმ
კალიბრი
122 მმ
სროლის მინიმალური მანძილი
1000 მეტრი
სროლის მაქსიმალური მანძილი
45000 მეტრი
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122