ნაღმის დანიშნულებაა მძიმედ დაჯავშნული ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების და ჯავშანტრანსპორტიორების განადგურება გვერდითი პროექციიდან მოხვედრით. ნაღმი რდ-7 განეკუთვნება საინჟინრო საბრძოლო მასალების სახეობას და მისი პირდაპირი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის სატანკო კოლონების გადაადგილების შეფერხება, ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა ან სრული განადგურება.
ნაღმის მუშაობა დაფუძნებულია ეგრეთ წოდებული დარტყმითი ბირთვის პრინციპზე. მისი დეტონაციისას წარმოიქმნება ისრისებური ფორმის ჯავშანგამტანი სხეული, რომელიც ჯავშანმანქანის ბორტის ჯავშანს კინეტიკური ენერგიით ხვრეტს. ნაღმს შეუძლია მარტივად გაარღვიოს პირველი თაობის დინამიური დაცვის კომპლექსებით დაცული ტანკების გვერდითი ჯავშანიც. საბრძოლო მდგომარეობაში ნაღმის დეტონაცია ხორციელდება ოპერატორის მიერ დისტანციურად ან ავტონომიურად ნაღმზე დამაგრებული სითბური და სეისმური სენსორების საშუალებით.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.