ჯავშანჟილეტი განკუთვნილია საინკასაციო სამსახურების პირადი შემადგენლობისთვის. გათვლილია სხეულის ზედა ნაწილის დასაცავად ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან. ჯავშანჟილეტის კორპუსზე დატანებულია MOLLE-ს უნივერსალური სისტემა, რაც საშუალებას იძლევა მასზე დამაგრდეს სხვადასხვა ზომის, მოცულობის და დანიშნულების ჯიბეები, ჩანთები და სხვა აქსესუარები. ჯავშანჟილეტში წინა და უკანა მხარეს თავსდება კომპოზიტური მასალისგან დამზადებული ჯავშანფილები, რომელიც უზრუნველყოფს 7.62X39 და 7.62X54R მმ კალიბრის ვაზნებისგან დაცვას.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.