საპოლიციო დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-III განკუთვნილია საპოლიციო დანაყოფების პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვისთვის, გათვლილია მებრძოლის სხეულის ზედა ნაწილის დასაცავად ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან. ჯავშანჟილეტი დამზადებულია molle-ს ტიპის მოდულური კონსტრუქციით, რაც საშუალებას იძლევა მასზე დამაგრდეს სხვადასხვა ზომის, მოცულობის და დანიშნულების ჯიბე. ჯავშანჟილეტში წინა და უკანა მხარეს თავსდება კომპოზიტიური მასალისგან დამზადებული სპეციალური ჯავშანფილები, რომელიც უზრუნველყოფს 7.62X54R მმ კალიბრის B-32 ტიპის ჯავშანგამტანი ვაზნებისგან დაცვას.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.