დელტა
პროდუქტები
პერსონალური დაცვის საშუალებები
საერთო-საჯარისო დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-I

საერთო-საჯარისო დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-I. განკუთვნილია მებრძოლის სხეულის ზედა ნაწილის დასაცავად საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან და ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან.  ჯავშანჟილეტს გააჩნია  molle-ს ტიპის უნივერსალური სამაგრი სისტემა, რაც საშუალებას იძლევა მასზე დამაგრდეს სხვადასხვა ზომის, მოცულობის და დანიშნულების ჯიბე. ჯავშანჟილეტში წინა და უკანა მხარეს თავსდება კომპოზიტიური მასალისგან დამზადებული სპეციალური ჯავშანფილები, რომელიც უზრუნველყოფს 7.62X54R მმ კალიბრის  B-32 ტიპის ჯავშანგამტანი ვაზნებისგან დაცვას. შემკვეთის სურვილის მიხედვით ჯავშანჟილეტი შესაძლებელია დაკომპლექტდეს ყელის, მხრების, ხელების და საზარდულის ნამსხვრევებისგან დამცავი აქსესუარებით.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

დაცვის დონე ჯავშანფილების გარეშე
IIIA NIJ-Std 0101.06 სტანდარტით
დაცვის დონე ჯავშანფილით
IV კლასი
ჯავშანჟილეტის წონა ჯავშანფილების გარეშე
4.5 კგ
ჯავშანჟილეტის წონა IV კლასის ჯავშანფილებით საყელოს და საზარდულის დამცავის გარეშე
8.5 კგ
ჯავშანჟილეტის წონა IV კლასის ჯავშანფილებით საყელო და საზარდულით
9.5-10 კგ
დაცვის ფართი საყელოს და საზარდულის დამცავის გარეშე
37.9 დმ²
დაცვის ფართი საყელოთი და საზარდულის დამცავით
54 დმ²
ნამსხვრევებისგან დაცვის დონე STANAG 2920 სტანდარტით
V50 1.1 გრ 720 მ/წმ