დელტა
პროდუქტები
ჯავშანტექნიკა
ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“

მუხლუხოიანი  მსუბუქი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, განკუთვნილია  მექანიზირებული ათეულის უშუალოდ ფრონტის წინა ხაზამდე უსაფრთხოდ გადასაყვანად და მათი საცეცხლე მხარდაჭერისთვის.
ჯავშანი კომბინირებული ტიპისაა და წინა პროექციიდან უზრუნველყოფს 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან დაცვას.  ფსკერის ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა STANAG-ის IV დონისაა და  10 კილოგრამი ტროტილის ექვივალდენტ აფეთქებაზეა გათვლილი.  მოდულური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ბორტებზე დამონტაჟდეს დამატებითი საჯავშნე ელემენტებიც.

მანქანას გააჩნია სტანდარტული ქსმ-ის კონსტრუქცია, მის წინა მარჯვენა ნაწილში განთავსებულია ძრავის ნაკვეთური, მის მარცხნივ მძღოლ-მექანიკოსი. უკანა ნაწილი მთლიანად სადესანტო ნაკვეთურს უკავია. პირადი შემადგენლობის მანქანიდან სწრაფი დესანტირებისთვის კი დაყენებულია  გასაშლელი რამპა, რომელშიც დამატებით ამოჭრილია პატარა კარი.
სავალი ნაწილი მუხლუხიანია, გააჩნია ტორსიონალური დაკიდების სისტემა და ხუთი წყვილი საყრდენი ბორბალი. მუხლუხოებზე გზის საფარის დასაცავად დაყენებულია რეზინის დამცავი ბუნიკები.

კორპუსის წინა და უკანა ნაწილში დამონტაჟებულია დღეღამური ხედვის კამერები საიდანაც მიღებული გამოსახულება მძღოლ-მექანიკოსის სამუშაო ადგილზე დამონტაჟებულ მონიტორებზე გამოდის.
მანქანაზე შეიარაღების სახით დამონტაჟებულია დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული 23 მმ კალიბრის 2A14 ტიპის ავტომატური ქვემეხით და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ კალიბრის ПКТ-ს ტიპის სატანკო ტყვიამფრქვევით.  სამიზნის აღმოსაჩენად და იდენტიფიცირებისთვის მოდულზე დამონტაჟებულია დღეღამური ხედვის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობები, ცეცხლის მართვის სისტემა კი განთავსებულია სადესანტო ნაკვეთურში, მძღოლ-მექანიკოსის უკან. წინა ნაწილში დამატებით დაყენებულია 8 ერთეული საკვამლე მორტირა.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

სიგრძე
6130 მმ
სიგანე
3068 მმ
სიმაღლე
2163 მმ
ცარიელი მასა
14850 კგ
ეკიპაჟი
3 კაცი
დესანტი
7 კაცი
მაქსიმალური სიჩქარე
70 კმ/სთ
ძრავის სიმძლავრე
400 ცხ/ძალა
საწვავის ავზი
400 ლიტრი
სვლის მარაგი
450 კმ
ჯავშანი
4569 STANAG
კლირენსი
444 მმ
დახრილობა
31 °
დაგვერდება
17 °
გადალახვადი ვერტიკალური წინაღობა
70 სმ
გადალახვადი თხრილი
2000 მმ
გადალახვადი წყლის დაბრკოლება
1200 მმ
ძირითადი შეიარაღება
23 მმ ავტომატური ქვემეხი 2A14
დამხმარე შეიარაღება
7,62 მმ ტყვიამფრქვევი ПКТ
საბრძოლო კომპლექტი ქვემეხზე
100 ჭურვი
საბრძოლო კომპლექტი ტყვიამფრქვევზე
500 ვაზნა
ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“
ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“
ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“
ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“
ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“