40 მმ კალიბრის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი გპ-25 განკუთვნილია კალაშნიკოვის სისტემის AKM და AK-74 ტიპის ავტომატურ შაშხანებზე დასაყენებლად. გამოიყენება მოწინააღმდეგის ღიად განლაგებული ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. ყუმბარმტყორცნი აღჭურვილია მექანიკური სამიზნე მოწყობილობით რომლის საშუალებითაც დამიზნება მაქსიმალურ 400 მეტრზე წარმოებს.
ყუმბარმტყორცნზე გამოიყენება საბჭოური სტანდარტის ვოგ-25 და ვოგ-25პ ტიპის ლულიდან დატენვადი მსხვრევადი გასროლები და მათი სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული კლონები.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.