60 მმ კალიბრის პორტატული უხმაურო ბიკალიბრული ნაღმმტყორცნი GNM-60. გათვლილია სპეცდანიშნულების რაზმების და დივერსიული ჯგუფებისთვის უხმაურო ოპერაციების ჩასატარებლად.
ნაღმმტყორცნიდან შესაძლებელია 40, 60 და 82 მმ კალიბრის ბიკალიბრული კონსტრუქციის მსხვრევადი ნაღმების გასროლა. GNM-60 სროლის პრინციპით განსხვავება კლასიკური ტიპის ნაღმმტყორცნებისგან. გამომგდები მუხტის დეტონაცია ნაღმის კუდში არსებულ სპეციალურ დახურულ კამერაში ხდება. ნაღმის ლულიდან გატყორცვნას სპეციალური დგუში უზრუნველყოფს. ნაღმმტყორცნის წონიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტიორება და საბრძოლო გამოყენება შესაძლებელია ერთი კაცის მიერ.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.