დელტა
პროდუქტები
არტილერია
120 მმ ნაღმმტყორცნი GM-120

120 მმ კალიბრის ბუქსირებადი ნაღმმტყორცნი GM-120 განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის, საცეცხლე პოზიციების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად.  გამოიყენება ბრიგადის და პოლკის დონის შენაერთების უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის. ნაღმმტყორცნი GM-120 შექმნილია კლასიკური სქემით და მის შემადგენლობაში შედის: ორ ბორბლიანი ლაფეტი, 14,5 კალიბრი სიგრძის გლუვ არხიანი ლულა, საყრდენი ფეხები ლულის ამწევ-დამწევი მექანიზმით, საყრდენი ფილა და ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა.   ლულის ბოლოში დამონტაჟებულია ორმაგი დატენვისგან დამცავი სპეციალური მოწყობილობა. ნაღმმტყორცნიდან შესაძლებელია როგორც საბჭოური ასევე NATO-ს სტანდარტის 120 მმ-იანი ნაღმების სროლა.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

კალიბრი
120 მმ
ლულის სიგრძე
1740 მმ
საყრდენი ფილის დიამეტრი
900 მმ
საერთო მასა
216 კგ
ლულის მასა
73.4 კგ
საყრდენი ფილის მასა
64.5 კგ
ორფეხა ლაფეტის მასა
73 კგ
ორმაგი დატენვისგან დამცავი მექანიზმის მასა
5 კგ
ლულის ამაღლების კუთხე (მაქს)
80 °
ლულის ამაღლების კუთხე (მინ)
45 °
ლულის ჰორიზონტალური მობრუნების კუთხე
+/- 50 °
სროლის მაქსიმალური მანძილი
7100 მეტრი
სროლის მინიმალური მანძილი
480 მეტრი
სწრაფსროლა
15 გასროლა/წთ
გათვლა
5 კაცი
ჭურვის საწყისი სიჩქარე
325 მ/წმ
ლულის რესურსი
10000 გასროლა