დელტა
პროდუქტები
ჯავშანტექნიკა
ჯავშანმანქანა დიდგორი

მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად.

ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან.
მანქანას გააჩნია 3 ფენიანი  სენდვიჩის ტიპის დაჯავშნული ფსკერი. შუა ფენა ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღას შთანთქავს, დანარჩენი ორი კი ეკიპაჟს ნამსხვრევებისგან იცავს.
მანქანას გააჩნია მოდულური კონსტრუქცია, რაც საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ათეულობით სხვადასხვა მოდიფიკაციის და სხვადასხვა შეიარაღების მატარებელი საბრძოლო მანქანა.

სტანდარტულ მოდიფიკაციაში მანქანა შეიარაღებულია 7,62 მმ კალიბრის  M-134 G Minigun-ის ტიპის ექვსლულიანი სწრაფმსროლელი ტყვიამფრქვევით ან დისტანციური მართვის საბრძოლო მოდულით, რომელშიც დამონტაჟებულია 12,7 მმ НСВ  და მასთან შეწყვილებული  7,62 მმ-იანი ПКТ-ს ტიპის ტყვიამფრქვევები.

 

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

ცარიელი მასა
8059 კგ
საბრძოლო მასა
8855 კგ
სიგრძე
6120 მმ
სიგანე
2350 მმ
სიმაღლე
2230 მმ
ძრავის სიმძლავრე
356 ცხ/ძალა
გადაცემათა კოლოფი
ავტომატური
სავალი ნაწილის ფორმულა
4X4
მაქსიმალური სიჩქარე
120 კმ/სთ
სვლის მარაგი
500 კმ
ეკიპაჟი
3 კაცი
დესანტი
6 კაცი
შეიარაღება
7,62 / 12,7 მმ ტყვიამფრქვევი
ჯავშანმანქანა დიდგორი
ჯავშანმანქანა დიდგორი
ჯავშანმანქანა დიდგორი
ჯავშანმანქანა დიდგორი
ჯავშანმანქანა დიდგორი
ჯავშანმანქანა დიდგორი
ჯავშანმანქანა დიდგორი
ჯავშანმანქანა დიდგორი
ჯავშანმანქანა დიდგორი
ჯავშანმანქანა დიდგორი
ჯავშანმანქანა დიდგორი