დელტა
პროდუქტები
ჯავშანტექნიკა
დიდგორი მეომარი – მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა

მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი” წარმოადგენს უნივერსალურ მოდულურ პლატფორმას სხვადასხვა დანიშნულების და კონფიგურაციის საბრძოლო და მხარდამჭერი მანქანებისთვის.
ჯავშანმანქანა გამოირჩევა ძლიერი შეჯავშნით, მაღალმანევრულობით და სხვადასხვა ტიპის რელიეფზე ადაპტირებული მაღალი გამავლობის მაჩვენებლებით.
მანქანის ეკიპაჟი შედგება 5 კაცისგან: მანქანის მეთაური, მძღოლ მექანიკოსი, დისტანციური მოდულის ოპერატორი და ორკაციანი დესანტი ან სხვადასხვა მძიმე შეიარაღების ოპერატორი.
მანქანის ორფენიანი ჯავშანი EN1063 სტანდარტის BR7+ დონეს შეესაბამება.  მოდიფიცირებული და გაძლიერებული სავალი ნაწილი სხვადასხვა რელიეფზე შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას იძლევა.
კორპუსის უკანა ნაწილი წარმოადგენს მოდულურ ნაკვეთურს რომელზეც მანქანის მოდიფიკაციის მიხედვით შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულების მოდულის მიბმა, როგორებიცაა ავტომატიზირებული ნაღმსატყორცნის მოდული, სადაზვერვო მოდული, ტანკსაწინააღმდეგო მოდული, საზენიტო მოდული, რადიოქიმიური დაზვერვის მოდული და სხვა.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

სიგრძე
5620 მმ
სიგანე
2420 მმ
სიმაღლე
2440 მმ
საბრძოლო მასა
7000 კგ
ძრავის სიმძლავრე
356 ცხ/ძალა
გადაცემათა კოლოფი
ავტომატური
სავალი ნაწილის ფორმულა
4X4
მაქსიმალური სიჩქარე
120 კმ/სთ
სვლის მარაგი
500 კმ
ეკიპაჟი
3 კაცი
დესანტი
2 კაცი
ჯავშანი
EN1063 BR7+ დონე
დიდგორი მეომარი – მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა
დიდგორი მეომარი – მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა
დიდგორი მეომარი – მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა