დელტა
პროდუქტები
პერსონალური დაცვის საშუალებები
სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-III
სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-III
ჩაფხუტი დამზადებულია კომპოზიტური მასალებისგან და უზრუნველყოფს დაცვას 7,62X25 მმ კალიბრის TT-ს ფოლადის გარსიანი ტყვიებისგან.
ჩაფხუტის ძირითადი დანიშნულებაა საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების შეკავება. ჩაფხუტის შიდა ნაწილში დატანებულია კინეტიკური ენერგიის ჩამხშობი სპეციალური ამორტიზაციის სისტემა, რომელიც მებრძოლის თავს და კისერს მეორადი დაზიანებისგან იცავს. კორპუსის ორივე მხარეს დამონტაჟებულია უნივერსალური მიმმართველი რელსები, რომელიც საშუალებას იძლევა ჩაფხუტზე დამონტაჟდეს სხვადასხვა დამხმარე აქსესუარი. შუბლა ნაწილზე დამონტაჟებულია სპეციალური თამასა ღამის ხედვის მოწყობილობის დასამონტაჟებლად. აღნიშნული მოდიფიკაციის ჩაფხუტი გათვლილია სპეციალურ აქტიურ ყურსასმენებთან ერთად გამოყენებისთვის, რისთვისაც ყურის მიდამოები ამოჭრილია.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

ჩაფხუტის დაცვის დონე NIJ 01.01.04 სტანდარტით
III A კლასი
ჩაფხუტის მასა
1,2 - 1,5 კგ