სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-II
ჩაფხუტი დამზადებულია კომპოზიტური მასალებისგან და უზრუნველყოფს დაცვას 7,62X25 მმ კალიბრის TT-ს ფოლადის გარსიანი ტყვიებისგან.
ჩაფხუტის ძირითადი დანიშნულებაა საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების შეკავება. ჩაფხუტის შიდა ნაწილში დატანებულია კინეტიკური ენერგიის ჩამხშობი სპეციალური ამორტიზაციის სისტემა, რომელიც მებრძოლის თავს და კისერს მეორადი დაზიანებისგან იცავს. კორპუსის ორივე მხარეს დამონტაჟებულია უნივერსალური მიმმართველი რელსები, რომელიც საშუალებას იძლევა ჩაფხუტზე დამონტაჟდეს სხვადასხვა დამხმარე აქსესუარი. შუბლა ნაწილზე დამონტაჟებულია სპეციალური თამასა ღამის ხედვის მოწყობილობის დასამონტაჟებლად.