12,7 მმ კალიბრის მსხვილკალიბრიანი შაშხანა AMR Mod II განეკუთვნება ანტიმატერიული შაშხანების კლასს.
მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურება და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის დაზიანება-მწყობრიდან გამოყვანა.
შაშხანას აქვს გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტი.
იარაღი აღჭურვილია 5 ვაზნიანი მჭდით.
შაშხანაზე გამოიყენება 12,7X108 მმ კალიბრის საბჭოთა სტანდარტის ვაზნები.
წოლელა სროლისთვის იარაღი აღჭურვილია წინა ორფეხა საყრდენით (ბიპოდი) და კონდახის დასაფიქსირებელი უკანა ფეხით (მონოპოდი).
ლულა ბოლოვდება მასიური მუხრუჭ-კომპენსატორით, რომელიც გასროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს.
საჭიროების შემთხვევაში შაშხანაზე შესაძლებელია მასიური მაყუჩის დამონტაჟება.
უნივერსალური მიმმართველი რელსი ნებისმიერი ტიპის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის დამონტაჟების საშუალებას იძლევა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.