12,7 მმ კალიბრის მსხვილკალიბრიანი შაშხანა AMR Mod I განეკუთვნება ანტიმატერიული შაშხანების კლასს.
მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურება და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის დაზიანება-მწყობრიდან გამოყვანა.
შაშხანას აქვს გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტი, სავაზნე კოლოფის ტევადობა 5 ვაზნაა.
შაშხანაზე გამოიყენება 12,7X108 მმ კალიბრის ვაზნები.
წოლელა სროლისთვის იარაღი აღჭურვილია ორფეხა საყრდენით და კონდახის დასაფიქსირებელი უკანა ფეხით.
ლულის ბოლოში დამონტაჟებულია ლულის მუხრუჭი, რომელიც გასროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს.
იარაღზე დამონტაჟებულია უნივერსალური მიმმართველი რელსი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის დამონტაჟების საშუალებას იძლევა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.