მექანიკური ბალისტიკური კალკულატორების დანიშნულებაა სხვადასხვა დისტანციებზე სხვადასხვა ტიპის და კალიბრის ვაზნებით ზუსტი სროლისას მსროლელს მიუთითოს ოპტიკურ სამიზნე მოწყობილობაში შესატანი შესწორებების ციფრული მაჩვენებლები. (ოპტიკური სამიზნის ბარაბნის ბიჯის რაოდენობა). განსაზღვროს კონკრეტულ დისტანციაზე, კონკრეტული გარემო პირობების გათვალისწინებით ტყვიის ფრენის ტრაექტორია ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეში.
ერთეული ბალისტიკური კალკულატორი მორგებულია მხოლოდ ერთი კონრეტული ტიპის ვაზნაზე შესაბამისად სსსტც “დელტა” პოტენციურ კლიენტებს სთავაზობს ნებისმიერი ტიპის და კალიბრის სტანდარტული და არასტანდარტულ სნაიპერული ვაზნებისთვის განკუთვნილ ბალისტიკურ კალკულატორებს.
სტანდარტული მოდელის მექანიკური ბალისტიკური კალკულატორის ტექნიკური თავისებურებები:
– ექსპლუატაციის ტემპერატურული დიაპაზონი – +50°C დან – 50°C მდე.
– ექსპლუატაციის შესაძლებლობა 100 % ტენიანობის პირობებში.
– ექსპლუატაციის შესაძლებლობა ქარის, წვიმის, თოვლის, ქვიშის და მზის ზემოქმედებისას.
– ამტანუნარიანობა მექანიკური ზემოქმედების მიმართ.
– გამოთვლების წარმოების საშუალება როდესაც ტყვიაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:
1. ქარი სიჩქარით 0 დან 6 მ/წმ ის ჩათვლით.
2. გრავიტაცია ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე.
3. ქარის მიმართულება 1,2,3,4,5,7,8,10,11 საათიდან.
4. ჰაერის ტემპერატურა 20°C დან 35°C-ის ჩათვლით
5. მიზნის დახრის კუთხე 5° დან 30 ° მდე
6. დერივაცია 600 მეტრიდან 1400 მეტრამდე.
არასტანდარტულ ინდივიდუალურ მოდიფიკაციაში კალკულატორი შესაძლებელია დამზადდეს შემკვეთის სურვილისამებრ ნებისმიერი მეტეოპირობების და სროლის მაქსიმალური დისტანციის გათვალისწინებით.
ბალისტიკური კალკულატორები დამზადებულია წყალგამძლე პლასტიკური მასალით რომელიც თავდაპირველ ფორმას ინარჩუნებს 90° ით მოდრეკვის შემდეგაც.
* მექანიკური ბალისტიკური კალკულატორების მიწოდება დაშვებულია მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ძალოვანი უწყებებისთვის.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.