დელტა
ინსტიტუტები

სსიპ ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო ინსტიტუტი

          ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო პრიორიტეტები:

  • ლითონის შემცველი მადნების და მეტალურგიული ნარჩენების კომპლექსური გადამუშავება; ლითონის მასალების მიღება–დამუშავება;
  • ფუნქციონალური და ნანოკრისტალური მასალების, ფხვნილების და დაფარვითი მასალების მიღება, კვლევა და გამოყენების პერსპექტივები;
  • მეტალურგიული ნარჩენების ეფექტური გადამუშავება, დიაგრამების და ტექნოლოგიების გამოყენება.

 

ამჟამად ინსტიტუტი მუშაობს შემდეგ თემატიკაზე:

პრიორიტეტი:
 ეკონომიკური უსაფრთხოება, ახალი მასალების დამუშავება,      ბუნებრივი რესურსების და წარმოების ნარჩენების რაციონალური გამოყენება

 

  • კერამიკული კომპოზიციური  მასალების მიღება;
  • ნახევარგამტარული მაღალეფექტური ნანოფოტოელემენტების დამუშავება;
  • ნანოსტრუქტურული  ბორის  ნიტრიდის  მიღების  ენერგოდამზოგავი ტექნო-ლო¬გიების დამუშავება სხვადასხვა ფუნქციონალურ დანიშნულებისათვის;
  • მანქანა-მექანიზმების გაცვეთილი ნაწილების და დეტალების ზედაპირების აღდგენა-განმტკიცების უბნის შექმნა;
  • ტექნიკისა და აღჭურვილობის კოროზიისადმი მდგრადობის გამოკვლევა სხვადასხვა კლიმატურ პირობებში;
  • ბულატის და ზოგიერთი სამუზეუმო ექსპონატის სასუვენირე ასლების დამზადება;
  • საქართველოში ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების შემცველი ტერიტორიების კვლევა და მათი რეაბილიტაციის ტექნოლოგიების დამუშავება;
  • მუხლუხა ტექნიკის განარბენის გაზრდა;
  • ნანოსტრუქტურული ბორის კარბიდის ფუძეზე რადიაციამდგრადი, გაზრდილი სიბლანტის მქონე ჰეტერომოდულური კერამიკის დამუშავება;
  • მანგანუმის შემცველი ნარჩენების უტილიზაციით მანგანუმის სულფატის მიღება;
  • ფოლადის ფურცლების მიღების ტექნოლოგიის შემუშავება უსხმულო  გლინვის მეთოდით;
  • სილიციუმისა და ალუმინის შენადნობების ელექტროთერმული წარმოების
  • საქართველოს მსხვილ საწარმოთა ობიექტებზე, ზღვის და გეოთერმალურ   წყლებში და ნოტიო სუბტროპიკულ ატმოსფეროში მომუშავე ლითონ-კონსტრუქციების კოროზიული მდგომარეობის შესწავლა და დაცვის სათანადო რეკომენდაციების დამუშავება (2011 წლის ეტაპი – თბილისის ტერიტორიის გრუნტის კოროზიული აგრესიულობის შესწავლა, დაცვის მეთოდებისა და დამცავი საშუალებების დადგენა);
  • ახალი თაობის ნანოსტრუქტურირებული საკონსტრუქციო და ცვეთამედეგი დანიშნულების ფოლადების შემუშავება; ტექნოლოგიის დამუშავება;
  • კარბო-ნიტრიდ-ბორიდების ფუძეზე ახალი მაღალეფექტური ლითონკერამიკული მასალების მიღების ტექნოლოგიების შემუშავება;
  • ზოფხიტოს ოქროს შემცველი ანთიმონიანი მადნებიდან მაღალი სისუფთავის ანთიმონის და ოქროს მიღების ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიური  სქემების დამუშავება;
  • ქლორიდული კაზმიდან ნიკელის ფუძეზე დისპერსიულად განმტკიცებული კომპოზიციური ფხვნილების მიღება მხურვალ დაცვეთამედეგი დანაფარებისათვის;
  • მადნეულის სულფიდური მადნებიდან და საწარმოო ნარჩენებიდან ოქროს გამოტუტვა მიკრობიოლოგიური მეთოდით;
  • ფეროშენადნობთა წარმოების ოქსიდური ნარჩენებისაგან მანგანუმშემცველი   კონგლომერატის მიღების მაღალმწარმოებლური ენერგოეფექტური  ტექნო-ლოგიის დამუშავება

უახლესი ისტორია

ოცდაათიან წლებში თბილისის მახლობლად ამოქმედდა იმ დროისთვის დიდი წარმადობის სამსხმელო ქარხანა “ცენტროლიტი”, რომელიც თავისი პროდუქციით მანქანათსამშენებლო ქარხნებს ამარაგებდა. ამგვარად, გასული საუკუნის 30-იანი წლებისათვის ცხოვრებამ მოითხოვა მეტალურგიის სფეროში კვლევების სპეციალიზირებული ლაბორატორიის ჩამოყალიბება. პ.მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტის იმჟამინდელი თავკაცის აკად. ლ.პირსაჟევსკისა და გ.ნიკოლაძის თაოსნობით მზადდებოდა ასეთი ქვეგანაყოფის ორგანიზება. საუბედუროდ გ.ნიკოლაძე ვეღარ მოესწრო ამ ჩანაფიქრის განხორციელებას. 1935 წ. კი ქიმიის ინსტიტუტში გაიხსნა მეტალურგიის განყოფილება, რომელიც პირველი კვლევითი ხასიათის სამეცნიერო ცენტრი იყო ამ დარგში და დღევანდელი მეტალურგიის ინსტიტუტის ჩანასახად შეიძლება მივიჩნიოთ. 1937 წელს განყოფილება ლაბორატორიად გადაკეთდა. მისი გამგებლობა ინჟ. ა.ხვიჩიას მიენდო, ხოლო მეცნიერული ხელმძღვანელობა – ცნობილ რუს მეცნიერ-მეტალურგს აკადემიკოს ა.ბაიკოვს ეთხოვა. ომის შემდეგ 1945 წელს პ.მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტის მეტალურგიის ლაბორატორია ცალკე დანაყოფად – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. 1957-2002 წლებში იგი–მეტალურგიის, 2002-2006 წლებში მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტად, ხოლო 2006 წლიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) – ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტად იწოდება. 1990 წლიდან ინსტიტუტი აკადემიკოს ფერდინანდ თავაძის სახელს ატარებს, რომელიც 1951-1989 წლებში მისი დირექტორი გახლდათ.

ინსტიტუტის ოფიციალური ვებ გვერდი

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.