სსიპ გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტი
ინსტიტუტის ისტორია
ინსტიტუტი დაარსდა 1957 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალისა და სამთო საქმის ინსტიტუტის სამთო განყოფილებისა და საბჭოთა კავშირის ნახშირის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ბაზაზე. ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1957-1973 წ.წ.) იყო გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ა. ძიძიგური.
1957 წლიდან ინსტიტუტს მიენიჭა გრიგოლ წულუკიძის სახელი. იგი იყო გამოჩენილი სამთო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ქართველ სამთოელთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლი, საქართველოსმეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ინსტიტუტი ერთადერთი სპეციალიზირებული სამეცნიერო დაწესებულებაა ამიერკავკასიაში, სადაც მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ფუნდამენტალური და გამოყენებითი ხასიათის კვლევები სამთო საქმის აქტუალური საემცნიერო-ტექნიკური მიმართულებით.
1973-1980 წ.წ. ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, გამოჩენილი მეცნიერი და დიდი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ე.მინდელი. უნდა აღინიშნოს მისი უდიდესი წვლილი ინსტიტუტის შენობა-ნაგებობების და ლაბორატორიული ბაზების შექმნისა და აღჭურვის საქმეში.
1980-1988 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ცნობილი სამთო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ი. ზურაბიშვილი.
1988-2006 წლებში კი ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ ცნობილი სამთო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლ. ჯაფარიძე.
ზოგადი ინფორმაცია
გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტი (წარსულში ცნობილი როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ.ა.წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტი) დაარსდა 1957 წელს. 2006 წელს ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.ინსტიტუტის ძირითადი პერსონალის რაოდენობა განისაზღვრება 113 საშტატო ერთეულით. მათ შორის სამეცნიერო პერსონალისა – 30: აქედან 8 მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 7 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 15 მეცნიერი თანამშრომელი. სამეცნიერო განყოფილებებში მუშაობს 35 წლის ასაკამდე 9 თანამშრომელი (აქედან 4 მეცნიერი თანამშრომელი, 3 ინჟინერი, 1 ტექნიკოსი), აგრეთვე ახალგაზრდა თანამშრომელია სამეცნიერო პროგრამების მენეჯერი და საკონსტრუქტორო კვლევების და პროექტირების სამეცნიერო ცენტრის უფროსი. ახალგაზრდა სპეციალისტების სამომავლო გეგმებში შედის სამეცნიერო კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება. – მათგან 3 დოქტორანტია, 2 დოქტორი და 4 მაგისტრი.ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალიდან 1 აკადემიკოსი, 1 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტია, 30–ს კი აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. | ||||
განყოფილებები და ლაბორატორიები:1.მიწისქვეშა ნაგებობებათა მშენებლობის, საბადოთა დამუშავების და კომპლექსური მექანიზაციის განყოფილება:
ა) მიწისქვეშა მშენებლობის ლაბორატორია; ბ) საბადოთა დამუშავების ლაბორატორია; გ) კომპლექსური მექანიზაციის ლაბორატორია.
ა) ფეთქებადი მასალების კვლევისა და აფეთქების ტექნოლოგიების ლაბორატორია; ბ) მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორია; გ) აფეთქებისაგან დაცვის ტექნოლოგიების ლაბორატორია.
სამთო ინსტიტუტში აგრეთვე ფუნქციონირებს წყლის ფიზიკო-ქიმიური ანალიზისა და ტექნოლოგიების ჯგუფი.
ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების მიმართულებებია:
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: ინსტიტუტს გააჩნია მიწისქვეშა ექსპერიმენტალური ბაზა ფეთქებადი ნივთიერებების გამოცდისათვის 100 კგ ტროტილის ეკვივალენტის ფარგლებში, წნეხები (TechPress2TM ჰიდრავლიკური პნევმატური ავტომატური მონტაჟის წნეხი), სტენდები, ოპტიკური მიკროსკოპები, რენტგენო-დიფრაქციული სისტემები X1 (Scintag, აშშ), მეტალოგრაფიკული, ქიმიური და დიაგნოსტიკური ლაბორატორიული აღჭურვილობა.
თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიების სფეროში: სამთო ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო-კველვით ცენტრებსა და ინსტიტუტებთან: გერმანია (კლაუსტალის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი), საბერძნეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა; აშშ (ლოს-ალამოსის ნაციონალური ლაბორატორია, აშშ-ს არმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ლოურენს ლივერმორის ნაციონალური ლაბორატორია, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სამხრეთ დაკოტის სამთო მრეწველობის და ტექნოლოგიის სკოლა, სან-დიეგოს უნივერსიტეტი, ბრუკჰავენის ეროვნული ლაბორატორია); რუსეთი (ჩერნოგოლოვკის სემენოვის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტი, მაღალი წნევების ფიზიკის ინსტიტუტი, ნოვოსიბირსკის ჰიდროდინამიკის ინსტიტუტი; უკრაინა (ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის პრობლემათა ინსტიტუტი დნეპროპეტროვსკში, პატონის ელექტროშედუღების ინსტიტუტი, სახელმწიფო საკონსტრუქტირო ბიურო ”იუჟნოე”) და სხვა.
სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა: გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (საქართველო), საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC), უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU), აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF), საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (GRDF), NATO-ს პროგრამაში ”მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” (SPS), ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელი რესპუბლიკების მეცნიერებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის (INTAS), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ დაფინანსებულ მთელ რიგ სამეცნიერო პროექტებში.
2014 წელს გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტის 3 საგამოცდო ლაბორატორიამ მიიღო აკრედიტაცია.
აკრედიტაციის სფერო: ფეთქებადი ნივთიერებები აკრედიტაციის მოწმობის ნომერი: GAC-TL-0072 http://gac.gov.ge/acredit/1__samto intitutis fetqebadi laboratoria.pdf
აკრედიტაციის სფერო: არამადნეული მასალები, მოსაპირკეთებელი და საგზაო მასალები: ბეტონი, გრუნტი; ქანი აკრედიტაციის მოწმობის ნომერი: GAC-TL-0071 http://gac.gov.ge/acredit/1__SAMTO INT SAMSHENEBLO MASALEBI.pdf
აკრედიტაციის სფერო: დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვა აკრედიტაციის მოწმობის ნომერი: GAC-TL-0073 |
ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები და ტექნიკური სამუშაოები:
ინსტიტუტის ოფიციალური ვებ გვერდი
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.