დელტა
ინსტიტუტები

მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტი

 სსიპ “მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტი”  სამეცნიერო–კვლევით, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას ახორციელებს. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტა”. ინსტიტუტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, “მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ”, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და სსიპ “მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტი”–ს წესდებით. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

    ინსტიტუტის მიზანია:
სამეცნიერო–კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
ქვეყნის სამეცნიერო–ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და გავრცელება;

საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;

ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;

ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება.

მიმდინარე საქმიანობის მთავრი მიმართულებები:

  • ახლო და საშუალო ტალღების ინფრაწითელი ფოტოდეტექტორის ტექნოლოგიებისთვის საჭირო ნანომასშტაბური ნახევარგამტარიანი სტრუქტურების კვლევა;
  • სპეციალური დანიშნულების სისტემებისთვის მაღალი სიჩქარის რადიაციამედეგი წრედების წარმოებისთვის საჭირო ლითონების და ნახევარგამტარი თხელლენტიანი ოქსიდების ტექნოლოგიის განვითარება.

ინსტიტუტის ოფიციალური ვებ გვერდი

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.