2016 წლის 16-18 ნოემბერს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს ენერგო უსაფრთხოების ცენტრისა და „დელტას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია და გამოფენა თემაზე ინოვაციური ენერგო გადაწყვეტილებები სამხედრო მოწყობილობებში – IESMA 2016 (Innovative Energy Solutions for Military Application).
NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები 3 დღის მანძილზე სხვადასხვა პანელური შეხვედრებისა და დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს უზიარებდნენ თანამედროვე სამხედრო მოწყობილობებსა და ოპერაციებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს.
კონფერენციას ესწრებოდნენ NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი Sorin Ducaru, ლიტვის ენერგეტიკის მინისტრი Rokas Masiulis და საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე.
საქართველო 2014 წლიდან არის NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი. ენერგო უსაფრთხოების ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევებსა და პროგრამებში ქართული მხრიდან სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მონაწილეობს.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.