დელტა
გამოფენები
SOFEX-2014
გამოქვეყნების თარიღი:
02/12/2014

2014 წლის 6 დან 8 მაისამდე იორდანიის დედაქალაქ ამანში რიგით მე-10, თავდაცვითი მრეწველობის მასშტაბური საერთაშორისო  გამოფენა-კონფერენცია SOFEX-2014  გაიმართა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოდან გამოფენაზე  სსსტც ,,დელტა,, იყო წარმოდგენილი.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს ექსპოზიციაზე ქართული წარმოების შეიარაღების ზოგიერთი ნიმუში ქონდა წარმოდგენილი. მათ შორის იყო :
60 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნი GM-60
ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი RD-7
ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარმტყორცნი RPG-7G
მოდულური კონსტრუქციის ჯავშანჟილეტი სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის
ტაქტიკური ჩაფხუტის სამი მოდელი: ერთი საერთო-საჯარისო და ორისპეციალური დანიშნულების ძალებისთვის
ქართული საველე სამხედრო ფორმა მულტიკამის ტიპის კამუფლირებით.
საარმიო განტვირთვის ჟილეტი მულტიკამის ტიპის კამუფლირებით
ქართული სამხედრო ჩექმა უდაბნოს შეფერილობით.

წარმოდგენილი იყო ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანა ,,ლაზიკას,, და ჯავშანტრანსპორტიორი ,,დიდგორის,,  სარეკლამო ბანერები.

ქართულმა სტენდმა დამთვალიერებელთა შორის საკმაოდ დიდი ინტერესი დაიმსახურა.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.