დელტა
გამოფენები
IDEX 2019
გამოქვეყნების თარიღი:
13/02/2020

2019 წლის 17-18 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე (International Defence Exibition and Conference) წარმოდგენილ იქნა ეროვნული წარმოების შეიარაღება.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტამ“ გამოფენაზე ექსკლუზიურად წარმოადგინა ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული ასევე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკი, მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, ანტიმატერიული შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებული ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი RPGL-7G,  .338 კალიბრის სნაიპერული შაშხანა სატევარი-2 და ინდივიდუალური დაცვის სისტემები.

სამ კომპონენტიანი  თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა IDEX  ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და თავისი მასშტაბით საერთაშორისო თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა-კონფერენციაა MENA-ს რეგიონში (Middle East and North Africa- ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი), რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სექტორის დემონსტრირებას ახდენს.
2019 წლის გამოფენაზე მონაწილეობა  მსოფლიოს 1000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო, ისტორიაში პირველად, MENA-ს რეგიონის უდიდეს სამხედრო ექსპოზიციაზე წარმოდგენილი  იყო საქართველოც.

აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც სახმელეთო და საავიაციო შეიარაღების სრული სპექტრი, მათ შორის მსუბუქი ჯავშანტექნიკა, ტანკები, საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური და სარაკეტო სისტემები, შვეულმფრენები, ტანკსაწინააღმდეგო შეირაღება, საბრძოლო მასალები, რეაქტიული და ლულიანი არტილერია, დაზვერვის, ბრძოლის ველის მართვის და კავშირგაბმულობის სისტემები, რადიოქიმიური დაცვის სისტემები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ცეცხლსასროლი შეიარაღება. ასევე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების სამრეწველო ნედლეულის და კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.