2018 წლის 22-24სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ჩემპიონატ „პირად მცველ 2018“-ში სსიპ სსსტც „დელტამ“ ეროვნული წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქცია წარმოადგინა.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა განახლებული ინფრასტრუქტურით პირად მცველთა საერთაშორისო ჩემპიონატს- „პირად მცველ 2018“-ს უმასპინძლა. 2011 წლიდან აღნიშნული ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, უკრაინის, ავსტრალიის, სომხეთის, ბელარუსიის რესპუბლიკის, ბულგარეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, რუმინეთის, აშშს-ს, ყაზახეთის, პოლონეთის, ისრაელის, ხორვატიის, სლოვაკეთის, იორდანიის, ყატარისა და ჩინეთის წარმომადგენლები.
ქართულმა სამხედრო პროდუქციამ დამთვალიერებლი და ოფიციალური წარმომადგენლობების დიდი ყურადღება მიიქცია.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.