საქართველოს ისტორიაში პირველად, 2018 წლის 11-15 ივნისს მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენა EUROSATORY-ზე სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია. საფრაგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო გამოფენა „ევროსატორი 2018-ზე, მსოფლიოს 63 ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის 1800 ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენას 227 ოფიციალური დელეგაცია, ჯამში 58 ათასამდე ვიზიტორი დაესწრო.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ გამოფენაზე ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები წარმოადგინა,
მათ შორის მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, 60, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები, მოდერნიზებული ხელის ყუმბარმტყორცნი, მოდერნიზებული ოპტიკურ-ელექტრონული სენსორული ბლოკით აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, ჯავშანჟილეტები MK-1 და MK-2, ჯავშანჩაფხუტები, 12,7 მმ კალიბრის ანტიმატერიული შაშხანა, უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, ორ სიბრტყეში სტაბილიზებული უნიფიცირებული დისტანციური მართვის მოდული და სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი.
ქართულმა სამხედრო პროდუქციამ დამთვალიერებლის და ოფიციალური წარმომადგენლობების დიდი ყურადღება მიიქცია. დელტას გენერალურ დირექტორთან უჩა ძოძუაშვილთან ჩაიწერა ინტერვიუები ისეთი წამყვანი სამხედრო-ანალიტიკური სააგენტოების მიერ, როგორიცაა Army Recognition World Defense & Security News და Army Guide.
განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია უხმაურო ნაღმმტყორცნმა GNM-60, მოდიფიცირებულმა ჯავშანტრანსპორტიორმა დიდგორმა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკმა.
2014 წლის 6 დან 8 მაისამდე იორდანიის დედაქალაქ ამანში რიგით მე-10, თავდაცვითი მრეწველობის მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა-კონფერენცია SOFEX-2014 გაიმართა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოდან გამოფენაზე სსსტც ,,დელტა,, იყო წარმოდგენილი.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს ექსპოზიციაზე ქართული წარმოების შეიარაღების ზოგიერთი ნიმუში ქონდა წარმოდგენილი. მათ შორის იყო :
60 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნი GM-60
ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი RD-7
ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარმტყორცნი RPG-7G
მოდულური კონსტრუქციის ჯავშანჟილეტი სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის
ტაქტიკური ჩაფხუტის სამი მოდელი: ერთი საერთო-საჯარისო და ორისპეციალური დანიშნულების ძალებისთვის
ქართული საველე სამხედრო ფორმა მულტიკამის ტიპის კამუფლირებით.
საარმიო განტვირთვის ჟილეტი მულტიკამის ტიპის კამუფლირებით
ქართული სამხედრო ჩექმა უდაბნოს შეფერილობით.
წარმოდგენილი იყო ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანა ,,ლაზიკას,, და ჯავშანტრანსპორტიორი ,,დიდგორის,, სარეკლამო ბანერები.
ქართულმა სტენდმა დამთვალიერებელთა შორის საკმაოდ დიდი ინტერესი დაიმსახურა.