XX საუკუნის განმავლობაში სამხედრო ტექნოლოგიების უსწრაფესმა განვითარებამ ბრძოლის წარმოების მეთოდების სწრაფ ტრანსფორმაციას მისცა ბიძგი.
ბოლო ოცდაათი წელია უპილოტო ავიაცია უფრო და უფრო აქტიურად იკიდებს ფეხს ბრძოლის ველზე. რომელთა საშუალებითი მომავალში შესაძლოა მთლიანად ჩანაცვლდეს მთელი რიგი სხვადასხვა დანიშნულების პილოტირებადი საფრენი აპარატები.
ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და აზიის სხვადასხვა რეგიონში მომხდარმა კონფლიქტებმა და მათმა შემდგომმა ანალიზმა მასში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებაში არსებული უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიური დახვეწა და მათი ფუნქციების ზრდა გამოიწვია. გამოჩნდა ზეზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენების ფუნქციის მქონე საბრძოლო და დამრტყმელი კამიკაძე დრონები. სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატებში გამოყენებული ტექნოლოგიები კი წლების შემდეგ გამოყენებული იქნა საპოლიციო და სამოქალაქო დანიშნულების დრონების ინდუსტრიაში რომლებიც წლიდან წლამდე ვითარდება.
უპილოტო საფრენ აპარატებზე გაწეული ფინანსური სამუშაოების
მოცულობა აშშ-სა და ევროპაში 2007-2016 წლებში
დღეისთვის თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების ბაზარზე წამყვანი ქვეყნები აშშ და ისრაელია. ერაყის, ავღანეთის და ახლო აღმოსავლეთის მუდმივ კონფლიქტში ჩართული ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები მაღალი ინტენსივობით იყენებენ ასეულობით სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო-სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეებზე.
ბოლო წლების განმავლობაში თვითმფრინავებთან ერთად ვითარდება უპილოტო ვერტმფრენების მიმართულებაც. ამ ტიპის საფრენი აპარატებისთვის დამახასიათებელი ტექნიკური თავისებურებებიდან და ფრენის პრინციპიდან გამომდინარე ზოგიერთი დავალების შესასრულებლად თვითმფრინავთან შედარებით მათი გამოყენება ბევრად ხელსაყრელია და მთელ რიგ დამატებით უპირატესობებს იძლევა.
უპილოტო ვერტმფრენების საშუალებით შესაძლებელია მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეებზე, წინასწარ მოუმზადებელი პოზიციებიდან ფრენა. ბრძოლის ველზე კი სხვადასხვა სპექტრის ამოცანების გადაწყვეტა, მათ შორის:
დღეს დღეობით შეიარაღებაზე არსებული უპილოტო ვერტმფრენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია RQ-8/MQ-8 Fire Scout-ის ოჯახი.
2000 წლის თებერვალში RQ-8-ის პროექტი აშშ-ის საზღვაო ძალების დაკვეთით კორპორაცია Northrop Grumman-მა წამოიწყო. Schweizer 330SP-ს ტიპის სამოქალაქო შვეულმფრენის ბაზაზე შექმნილი პირველი მოდიფიკაცია RQ-8A რამდენიმე წელი გადიოდა აქტიურ ტესტირებებს, რის შემდეგაც 2006 წლიდან მუშაობა დაიწყო მოდიფიცირებულ MQ-8B Fire Scout-ზე, რომელიც უკვე Schweizer 333 ტიპის შვეულმფრენის ბაზაზე აიწყო და 4 ფრთიანი მზიდი ხრახნი გააჩნდა.
[caption id="attachment_2549" align="aligncenter" width="1024"] MQ-8A და MQ-8B მოდიფიკაციები[/caption]
წინა მოდელისგან განსხვავებით MQ-8B მოდიფიკაციაზე შესაძლებელია სხვადასხვა შეიარაღების ჩამოკიდება. ფიუზელაჟზე დამაგრებულ საკიდებზე ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე შესძლებელია სხვადასხვა ტიპის მართვადი და უმართავი რაკეტების, ტყვიამფრქვევების ან სატვირთო გონდოლების ჩამოკიდება. შვეულმფრენის წინა ნაწილში კი რადიოლოკაციური და ოპტიკური დაზვერვა-მიზანჩვენების სისტემები მონტაჟდება.
2017 წლის მაისში გაფორმებული 37 მილიონ დოლარიანი კონტრაქტით კომპანია Northrop Grumman-მა MQ-8B-ს რადიოლოკაციური სადგურის მოდერნიზაცია მოახდინა რის შემდეგაც შეიცვალა ცხვირა ნაწილის დიზაინი.
გარდა ამისა მიღებული გამოცდილების და შემუშავებული ტექნოლოგიების საფუძველზე 2010-2013 წლებში შემუშავდა MQ-8C მოდიფიკაცია Bell 407 ტიპის შვეულმფრენის ბაზაზე.რამდენიმე წლიანი აქტიური გამოცდების შემდეგ საზღვაო ძალებმა 168 ერთეული MQ-8B და MQ-8C მოდიფიკაციების შესყიდვა გადაწყვიტა. დღეის მდგომარეობით საზღვაო ძალების განკარგულებაშია 28 ერთეული MQ-8B. რამდენიმე ერთეული MQ-8B ლიბიის და ავღანეთის ოპერაციებშიც იქნა გამოყენებული. ოფიციალური ინფორმაციით ერთეული MQ-8B-ს ღირებულება 14.6 მილიონი დოლარია.
მოდიფიკაცია MQ-8C Bell 407 ტიპის შვეულმფრენის ბაზაზე
უპილოტო ვერტმფრენებზე მუშაობა აქტიურად ხორციელდება სხვა ქვეყნებშიც.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი ავსტრიული კომპანია Schiebel-ის წარმოების სადაზვერვო უპილოტო შვეულმფრენი Camcopter S-100 დღეისათვის ათი ქვეყნის შეიარაღებაშია. 2017 წლიდან კი ლიცენზიით იწარმოება რუსეთშიც Горизонт Эйр S-100 დასახელებით.
Camcopter S-100
კლასიკური პილოტირებადი შვეულმფრენის უპილოტოდ გადაკეთების საინტერესო პროექტი განახორციელა სამხრეთ კორეულმა კომპანია Korean Air-მა რომელმაც 2015 წელს მცირე გაბარიტული ვერტმფრენის MD500-ის ბაზაზე, კომპანია Boeing-თან ერთად შემუშავებული სადაზვერვო-მოიერიშე უპილოტო შვეულმფრენი KUS-VH წარმოადგინა.
სამხრეთ კორეული KUS-VH
ტექნოლოგოიურად ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუში დღეს-დღეობით შვედური კომპანია SAAB-ის წარმოების სადაზვერვო უპილოტო ვერტმფრენი V-200 SKELDAR-ია. C4ISR სისტემასთან თავსებადი მისი ფრენის მართვის სისტემა STANAG 4586 სტანდარტის შესაბამისია.SKELDAR ის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო დანიშნულებით, საზღვაო და სახმელეთო ამოცანების შესასრულებლად.
შვედური V-200 SKELDAR
გერმანულმა თავდაცვითი მრეწველობის გიგანტმა, კომპანია Rheinmetall-მა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში გამართულ საერთაშორისო გამოფენა IndoDefence 2014-ზე მოდიფიცირებული ქვეითთა საბრძოლო მანქანის Marder Evolution-ის კონცეპტუალური მოდელი წარმოადგინა.
მოდერნიზებულ მანქანაზე ჩატარებულია მთელი რიგი ტექნიკური ცვლილებები, ბორტების დაცულობა კუმულაციური ყუმბარების წინააღმდეგ გაზრდილია STANAG Level 4+ დონემდე, ფსკერის ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა კი Level 3a/3b+ დონეს შეესაბამება. გაძლიერებულია ძრავი და დაკიდების სისტემაც.
შეიარაღების სახით მანქანაზე შესაძლებელია დამონტაჟდეს როგორც 12,7 მმ ტყვიამფრქვევი ასევე კომპანია OTO Melara-ს წარმოების 105 მმ ქვემეხის კოშკურა, რაც Marder Evolution-ს მძიმე საცეცხლე მხარდაჭრის მანქანად აქცევს.