დელტა
სიახლეები
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად 10-11 მაისს კახეთში გამორჩეულად ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა
გამოქვეყნების თარიღი:
11/05/2017

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად 10-11 მაისს კახეთში გამორჩეულად ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად 10-11 მაისს კახეთის რეგიონში განსაკუთრებით მძლავრი სეტყვასაშიში პროცესები იქნა თავიდან არიდებული, რისთვისაც სისტემამ 292 რაკეტა გაისროლა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 10 მაისის დღის მეორე ნახევრიდან დაფიქსირდა კახეთის რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები, საერთო ფართობით  4200 კმ2. ღრუბლის მასებმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარელის და დედოფლისწყაროს  რაიონები. 14:30 საათისთვის  სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, სეტყვის მარცვლების სავარაუდო ზომამ კი 20 მმ-ს.
10 მაისის დღის 14:34 საათიდან 11 მაისის დილის 07:03 საათამდე ღრუბლების დამუშავება 292 ერთეული რაკეტით ეტაპობრივად განხორციელდა, შემოსული ნალექის სრული მასა აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.