დელტა
სიახლეები
6-7 სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში მასშტაბური  სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა
გამოქვეყნების თარიღი:
08/09/2016

6-7 სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა 

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ 6 და 7 სექტემბერს კახეთის რეგიონში რამდენიმე მასშტაბური სეტყვასშიში ღრუბლის მასა განეიტრალდა.
6 სექტემბრის 16:40 საათიდან ახმეტის რაიონში განვითარდა სეტყვასშიში ფრონტალური ღრუბლის მასა.
17:38 საათიდან 19:07 საათამდე ღრუბლის ფრონტი ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და სიღნაღის რაიონებში ეტაპობრივად გავრცელდა. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 30 მმ.
17:41 დან 19:24 საათამდე ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილ იქნა 100 ერთეულამდე რაკეტა.

7 სექტემბრის 13:34 სათიდან დედოფლისწყაროს რაიონში შიდამასიური ღრუბელი განვითარდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-25 მმ, სეტყვის მოსვლის ალბათობა კი 80 % იყო.  18:30 დან 20:09 საათამდე შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბელი თელავის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონებშიც წარმოიშვა.
19:12 საათიდან 22:07 საათამდე  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ ღრუბლების ეტაპობრივი დამუშავება განხორციელდა. გასროლილი იქნა 60  ერთეულამდე რაკეტა.

დამუშავების შედეგად ნალექის მასები უწვრილესი სეტყვის და წვიმის სახით  ჩამოიცალა.
 

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.