26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში, ვარდების მოედანზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა “დელტა”-მ საზოგადოებას ქართული წარმოების საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება წარუდგინა.
უკვე ყველასათვის ნაცნობი “დიდგორისა” და “ლაზიკას” გარდა წარმოდგენილი იყო 15-მდე ახალი ტიპისა და დანიშნულების პროდუქტი. მათ შორის უახლესი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, უნივერსალური საბრძოლო მოდულები, 120 მმ კალიბრის თვითმავალი ნაღმმტყორცნის მოდული, .308 და .338 კალიბრის სნაიპერული შაშხანები “სატევარი” და “დელტა ტაქტიკალი”, 9 მმ-იანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “იამანი”, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი სდ-26 და სხვა.
დელტას საგამოფენო სტენდებმა და უახლესმა ქართულმა სამხედრო ტექნიკამ დამთვალიერებელთა შორის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.