დელტა
სიახლეები
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოქვეყნების თარიღი:
27/05/2016

2016 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე სსსტც “დელტას” პროდუქცია საქართველოს 12 ქალაქში იქნა გამოფენილი. გამოფენებზე წარმოდგენილი იყო ჯავშანმანქანა “დიდგორის” სხვადასხვა მოდიფიკაციები, რეაქტიული სისტემა რს-122, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ბუქსირებადი ნაღმმტყორცნები, ქსმ “ლაზიკა” და სხვა.
თბილისის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე კი “დელტამ” შეიარაღების უახლესი ნიმუში, ქართული თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120 წარმოადგინა, რომელმაც დამთვალიერებელთა და საერთაშორისო სამხედრო მიმომხილველთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

 

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.