დელტა
სიახლეები
23 სექტემბერს ახმეტაში სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა
გამოქვეყნების თარიღი:
24/09/2017

„დელტა“-ს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონში, სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა, რისთვისაც 20-მდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი.

23 სექტემბერს ღამით „დელტა“-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფიქსირდა ახმეტის რაიონში შემომავალი ფრონტალური და შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. სეტყვის მოსვლის ალბათობამ შეადგინა 80 %, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომამ კი 20 მმ. 22:00 საათიდან 23:00 საათამდე ახმეტის რაიონის თავზე, 300 კვარდატული კილომეტრის ფართობის მქონე ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილი იქნა 20-მდე ერთეული რაკეტა. ზემოქმედების შედეგად ნალექი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიშალა.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.