დელტა
სიახლეები
21  სექტემბერს კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში  პროცესი განეიტრალდა.
გამოქვეყნების თარიღი:
22/09/2016

21  სექტემბერს კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა.

21 სექტემბრის 15:00 საათიდან „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფიქსირდა კახეთის რეგიონში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემომავალი ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბელი. 16:15 საათისთვის ღრუბლის მასებმა მოიცვა დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონები.

სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო.

16:19 საათიდან 18:27 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ყვარელის და სიღნაღის რაიონების თავზე 1400 კმ2 ფართობის მქონე ღრუბლის მასები  სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა. გასროლილ იქნა 150 რაკეტა.
ზემოქმედების შედეგად ნალექის  უდიდესი ნაწილი აღნიშნული რაიონების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.