სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 19 ივნისს ახმეტის, თელავის, ყვარლის და გურჯაანის რაიონებში 710 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სრულად გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 60-ზე მეტი რაკეტა.
რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულეიდან დღის მეორე ნახევარში დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, ყვარლის და გურჯაანის რაიონები. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 15 მმ იყო.
17:30 საათიდან 23:50 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა რისთვისაც 60-ზე მეტი რაკეტა გაიხარჯა.
დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.