დელტა
სიახლეები
14-15 სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეო სისტემამ კახეთში რამდენიმე სეტყვასაშიში პროცესი გაანეიტრალა
გამოქვეყნების თარიღი:
15/09/2016

14-15 სექტემბერს კახეთის რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის მასა განეიტრალდა.
14 სექტემბრის 18:00 საათიდან საგარეჯოს გურჯაანის და ახმეტის რაიონებში დასავლეთიდან ფრონტალური ღრუბლის მასები გავრცელდა. 19:20 საათიდან ღრუბლები ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის და სიღნაღის რაიონების თავზეც გავრცელდა.  20:11 საათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 %-ს მიაღწია, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ.  22:00 საათისთვის ღრუბლის მასების გავრცელება ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზეც აღინიშნა.

15 სექტემბრის 01:04 საათიდან ღრუბლის მასებმა ხელმეორე შემოსვლა დაიწყო ყვარელის, თელავის, გურჯაანის და საგარეჯოს რაიონებში.
სეტყვასაშიში ღრუბლების ეტაპობრივი გავრცელება რეგიონში 15 სეტემბრის 03:00 საათამდე გრძელდებოდა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი.

14 სექტემბრის 19:43 საათიდან 15 სექტემბრის 03:05 საათამდე ღრუბლების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა. გასროლილ იქნა 60 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.
დამუშავების შედეგად ღრუბლის მასები ზემოთაღნიშნული რაიონების თავზე მთლიანად წვიმის სახით ჩამოიცალა.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.