სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 14 მაისს ახმეტის რაიონში ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც 22 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი.
დღის მეორე ნახევრიდან სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფისქირდა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები, საერთო ფართობით 220 კმ2, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 60 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 5 მმ იყო.
15:31 დან 15:42 საათამდე ღრუბლის მასები 22 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის სრული მასა ახმეტის რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.