დელტა
სიახლეები
ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია სსსტც “დელტაში”
გამოქვეყნების თარიღი:
09/09/2015

საქართველოში ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია დღეს სსიპ სსსტც “დელტას” ეწვია.
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს დავიდ კადნერს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ტომაშ კუხტას, ჩეხეთის სამხედრო ატაშეს ვიცე-პოლკოვნიკ შტეფან გრივალსკის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ებრალიძეს სსსტც “დელტას” გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა სამხედრო-ტექნიკური ცენტრის მიერ წლების განმავლობაში დამზადებული ქართული სამხედრო ტექნიკა, მსუბუქი შეიარაღება და ინდივიდუალური ჯავშანდაცვის საშუალებები დაათვალიერებინა.
სტუმრებმა ასევე “დელტას” საწარმოო სიმძლავრეები და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრიც დაათვალიერეს.

სრული ფოტოალბომი facebook-ზე

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.