დელტა
სიახლეები
შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეები “დელტას” ესტუმრნენ
გამოქვეყნების თარიღი:
08/05/2023

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში ეწვია სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის 18 მოსწავლე.
ვიზიტის დროს მოსწავლეები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას. მოინახულეს საწარმოები, გაეცნენ ცენტრ დელტას მიერ წარმოებულ სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ცენტრი დელტა ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რათა ახალგაზრდა თაობაში ავამაღლოთ ცნობადობა და პოპულარიზაცია გავუწიოთ ჩვენს საქმიანობას.
ვიზიტის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ცენტრის ბრენდირებული აქსესუარები.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.