24 მარტს ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის ოცეული და IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესასრულებლად ავღანეთში გაემგზავრა.
ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებას სსსტც “დელტას” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართული მოდულური ჯავშანჟილეტების და ტაქტიკური ჩაფხუტების უახლესი მოდიფიკაციები სპეციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით დამზადდა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.