27 თებერვალს ტექნოპარკში სხვადასხვა პროექტზე მომუშავე ახალგაზრდები “დელტას” ესტუმრნენ.
მიკროელექტრონიკის, პროგრამირების და სხვა სფეროებში მომუშავე ახალგაზრდებმა “დელტაში” დამზადებული სხვადასხვა შეიარაღება და აღჭურვილობა, ასევე მათთვის საინტერესო სპეციფიური ჩარხ დანადგარები დაათვალიერეს.
დაგეგმილია “დელტასა” და ტექნოპარკს შორის სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.