12 ნოემბერს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საერთაშორისო კონფერენცია და ინდუსტრიული გამოფენა IESMA 2014 გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სსსტც ,,დელტას” სტენდიც, რომელზეც ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი კვლევითი ინსტიტუტების მიერ დამზადებული სხვადასხვა ნიმუშები და ნაკეთობებია წარმოდგენილი. მათ შორის მზის პორტატული პანელები, გერმანიუმის და სილიციუმის მონოკრისტალები, კერამიკული ჯავშანფილები და სხვა.
ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ინოვაციური ცენტრი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი „დელტა“.
დამატებითი მხარდამჭერები არიან ნატო-ს საინფორმაციო უსაფრთხოების სამმართველო, ნატოს პროგრამები უსაფრთხოებისა და ,,მეცნიერება მშვიდობისათვის“, ნატოს მომსახურების ორგანო და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
IESMA 2014-ის მიზანია სამხედრო სფეროში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის უზრუნველყოს პლატფორმის შემუშავება ინფორმაციის, გამოცდილების და სამხედრო ტექნოლოგიების გაცვლისთვის.
IESMA 2014 -ზე წარმოდგენილი თემატიკის მთავარი ასპექტები
ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან: კონფერენციისა და სამრეწველო გამოფენისგან. კონფერენციაზე შეიკრიბებიან მეცნიერები, სამრეწველო და სამხედრო სპეციალისტები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას და განიხილავენ წარმოდგენილ მასალას, რომელიც ფოკუსირებული იქნება ენერგიის დაზოგვის სტანდარტულ, მოწინავე და უახლეს ტექნოლოგიებზე. სამრეწველო გამოფენა მისცემს შესაძლებლობას ინოვაციური ენერგოტექნოლოგიის და გადაწყვეტილების მიმწოდებლებს გამოავლინონ და განუმარტონ თავისი წინადადებები IESMA 2014-ის ყველა მონაწილეს.
IESMA 2014-ის მთავარი ასპექტები
ა) ინოვაციური ენერგო ტექნოლოგიების სამოქალაქო სექტორიდან სამხედრო სექტორისთვის გადაცემის დაჩქარება;
ბ) სტანდარტული ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად მგრძნობიარე ტექნოლოგიების აღნიშნულ სფეროში დანერგვის ხელშეწყობა;
გ) უახლესი ტექნოლოგიების სამხედრო სფეროში პრაქტიკული გამოყენების ადაპტაციის გაუმჯობესება;
დ) სამრეწველო და სამეცნიერო საზოგადოებაში აღნიშნული ტექნოლოგიებისადმი სამხედრო ინტერესის შესახებ ინფორმირების გაზრდა;
ე) არსებული ტექნილოგიების შესახებ სამხედრო სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირების გაზრდა.
კონფერენცია და გამოფენა ლიტვის საგამოფენო და კონგრეს ცენტრ LITEXPO-ში იმართება და 14 ნოემბერს დაიხურება.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.