სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ აზარაშვილმა, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების გენერალური დირექტორატის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის (DGA) დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე სტუმრები “დელტას” ისტორიას, განხორციელებულ პროექტებს და სიახლეებს გაეცნენ, განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.
შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წარმომადგენლებმა „დელტას“ საწარმოო შესაძლებლობები და ქართული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნიმუშები დაათვალიერეს.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.