დელტა
სიახლეები
სასადილოს ახალი შენობის გახსნა
გამოქვეყნების თარიღი:
28/02/2023
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ, ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ცენტრის ტერიტორიაზე ახალი სასადილოს შენობა გახსნა. 100 ადამიანზე გათვლილი კვების ობიექტი, „დელტას“ თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი და მათ, ყოველ სამუშაო დღეს, ხელსაყრელი ტარიფებით მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სასადილო აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და დანადგარებით. შიდა სივრცე დაყოფილია რამდენიმე ფუნქციურ ზონად და მაქსიმალურადაა გათვალისწინებული კვების ობიექტში დასაცავი ნორმები. ცენტრი „დელტა“ კვლავ აქტიურ რეჟიმში აგრძელებს თანამშრომელთა სამუშაო პირობებისა და ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებზე მუშაობას.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.