სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტასთან” მიმდინარე ერთობლივი პროექტების გაცნობის მიზნით ცენტრის დირექტორმა ზურაბ აზარაშვილმა და მისმა მოადგილემ, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, “დელტას”დაქვემდებარებაში მყოფ ექვსი ინსტიტუტის ხელმძღვანელებს უმასპინძლეს. მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტის, სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის, სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის, სსიპ გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის, სსიპ სამეცნიერო ტექნიკური ინსტიტუტი “ოპტიკასა” და სსიპ ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასასრულს, დელტას საწარმოო შესაძლებლობები დაათვალიერეს.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.