გორის რაიონის სოფელ სკრასთან მდებარე აფეთქებული საბრძოლო მასალების საწყობის სადემილიტარიზაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით 27 იანვარს სსსტც ,,დელტას,, და NATO-ს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA) წარმომადგენლები ქალაქ გორის გამგეობაში და გორის რაიონის სოფელ სკრაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე სოფლის მაცხოვრებლებს სპეციალური საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ.
შეხვედრების შემდეგ ,,დელტას,, და NSPA-ს წარმომადგენლებმა სკრის ახლოს მდებარე აფეთქებული საბრძოლო მასალების საწყობთან მიმდინარე სადემილიტარიზაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტი NATO-ს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA – NATO Support Agency) მხარდაჭერით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის ხელშეწყობით, ლიტვის და ჩეხეთის რესპუბლიკების თაოსნობით ხორციელდება. პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 600 000 ევროს.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.