დელტა
სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა სიღნაღში
გამოქვეყნების თარიღი:
26/03/2015

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით 7 მარტს სიღნაღის თეატრის დარბაზში სსსტც “დელტას” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის იმ სოფლების მოსახლეობას შეხვდა, რომლის სიახლოვესაც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის კომპონენტები: მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი და საცეცხლე წერტილები განლაგდება.
შეხვედრაზე დაინტერესებულ მოქალაქეებს საჭირო ინფორმაცია მიეწოდათ, მათ დასმულ კითხვებს კი ამომწურავი პასუხები გაეცა.
სსსტც “დელტა” მსგავს შეხვედრებს კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში სამომავლოდაც გამართავს.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.