დელტა
სიახლეები
საინფორმაციო კამპანია კახეთში
გამოქვეყნების თარიღი:
02/04/2017

მიმდინარე წლის მარტში „დელტამ“, სეტყვის სეზონის დაწყებამდე, დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომელმაც მოიცვა კახეთის რეგიონი. კამპანიის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების შესახებ. საინფორმაციო კამპანიის განხორციელების პირველ ეტაპზე გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობებთან, გამგებლის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში – ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ თელავში არსებულ და მოქმედ ადმინისტრაციულ შენობებზე და შენობის შიგნით, თვალსაჩინო ადგილას, გაიკრა საინფორმაციო შინაარსის საკომუნიკაციო პლაკატები. საინფორმაციო მასალები გავრცელდა საჯარო თავშეყრის ადგილებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ზემოაღნიშნული საინფორმაციო მასალები ასევე განთავსდა კახეთის რეგიონში არსებულ სკოლებში. კამპანიის განხორციელების მეორე ეტაპზე სსსტც „დელტა“-ს თანამშრომლები შეხვდნენ 80-ზე მეტი სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას და გადასცეს მათ საინფორმაციო შინაარსის ფლაერები, რომლებშიც დეტალურად არის გაწერილი უსაფრთხოების დაცვის წესები.

სსსტც “დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის სამსახურის მიერ, სეტყვის სეზონისათვის აქტიური მზადების ფარგლებში, კახეთის მთელ რეგიონში განლაგებული 83 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი რაკეტებით დაიტენა და 1 აპრილიდან სრული მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა.

ფოტო 1
ფოტო 2
ფოტო 3

 

 

 

 

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.