დელტა
სიახლეები
საერთაშორისო კვირეულიში მონაწილეები სტუმრად “დელტაში”
გამოქვეყნების თარიღი:
25/03/2016

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიმდინარე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში 24 მარტს სსსტც “დელტას” ეროვნულ თავდაცვის აკადემიის იუნკერები და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებლების მსმენელები ესტუმრნენ.
კვირეულში იუნკერებთან ერთად, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების მსმენელები მონაწილეობენ.
სტუმრებს სსსტც “დელტას” გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა ორგანიზაციის შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინა, შემდეგ კი მსმენელებმა ქართული წარმოების საბრძოლო ტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა აღჭურვილობა დაათვალიერეს. 

ფოტოები Facebook-ზე.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.