13 ოქტომბერს სსსტც “დელტას” საქართველოში სტუმრად მყოფი მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამკაციანი დელეგაცია ეწვია.
მოლდოვის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილემ ედუარდ გრამამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დიმიტრი მონტიანუმ და მოლდოვის სეტყვის საწინაღმდეგო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გენადი ონსეანომ სსსტც “დელტას” მიერ შექმნილი ქართული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაათვალიერეს და მის შესაძლებლობებს დეტალურად გაეცნენ.
სტუმრებმა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დანერგვა-გამოყენების მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს.
ოფიციალურმა დელეგაციამ “დელტას” საწარმოო სიმძლავრეები და ქართული სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.